მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა უკრაინის ღია ჩემპიონატი ტრეკზე ველორბოლაში, სადაც მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო საქართველოს იუნიორთა ნაკრები გუნდი.
მიუხედავად დიდი კონკურენციისა და მონაწილეების სიმრავლისა, გვინდა გავახაროთ ველოსპორტის გულშემატკივარი მიღწეული შედეგებით:
გუნდური სპრინტი : ავთანდილ ფირანიშვილი, საბა როსტიაშვილი, ნიკა სიჭინავა - 1 ადგილი;
მედისონი (წყვილთა რბოლა): თორნიკე ხაბაზი, ნიკა სიჭინავა - 2 ადგილი;
ჯგუფური რბოლა გამოვარდნით: თორნიკე ხაბაზი - 3 ადგილი.
Follow US