მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის
ჩათვლით გაიმართა უკრაინის ღია ჩემპიონატი ტრეკზე ველორბოლაში, სადაც
მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო საქართველოს იუნიორთა ნაკრები
გუნდი.
მიუხედავად დიდი კონკურენციისა და მონაწილეების სიმრავლისა, გვინდა
გავახაროთ ველოსპორტის გულშემატკივარი მიღწეული შედეგებით:
გუნდური სპრინტი : ავთანდილ ფირანიშვილი, საბა როსტიაშვილი, ნიკა
სიჭინავა - 1 ადგილი;
მედისონი (წყვილთა რბოლა): თორნიკე ხაბაზი, ნიკა სიჭინავა - 2
ადგილი;
ჯგუფური რბოლა გამოვარდნით: თორნიკე ხაბაზი - 3 ადგილი.
Follow US